19.09.2021
- Advertisement -spot_img

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება – რა სიმპტომები ახასიათებს ინდურ შტამს

Კორონავირუსის ახალი, დელტა (ინდური) ვარიანტის შეცვლილ სიმპტომებზე, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები და ჯანდაცვის ექსპერტები საუბრობენ კვლევებზე დაყრდნობით.

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგი და იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვიც ეხმიანება ამ საკითხს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს ინდური შტამისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

„თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ნაკლებად ყნოსვის დაკარგვა – დელტა (ინდური) ვარიანტის უფრო გამოკვეთილი ადრეული ნიშნებია. აიცერი  და შეიტანე შენი წვლილი პანდემიის დასრულებაში“ – წერს კულუმბეგოვი.

იმის გამო, რომ დელტა (ინდური) კორონავირუსის ვარიანტი, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას – სურდო, ყელის და თავის ტკივილი ჯანდაცვის ექსპერტები მოუწოდებენ საზოგადოებას, ნებისმიერი სურდო/გაციების/გრიპის სიმპტომისას გაიკეთონ ტესტი, დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადე მიუხედავად იმისა, აცრილია თუ არა ადამიანი.

სხვადასხვა მონაცემებით, ე.წ ინდური შტამით უფრო ხშრად ავადობენ ახალგაზრდა ადამიანები და, შესაბამისად, სწრაფადაც ავრცელებენ ვირუსს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის 18 დადასტურებული შემთხვევაა, შესაბამისად, ვირუსის ეს გამოვლინება უკვე იწყებს ცირკულირებას ჩვენს ქვეყანაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img