28.11.2021
- Advertisement -spot_img

ბიჭები 114-დან

ჯარისკაცები, პოლიციელები, მეხანძრე – მაშველები, ექიმები და ა.შ – რომელ სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებზე აღარ მოგვისმენია და წაგვიკითხავს ისტორიები. ისტორიები გმირობებზე, მათ მიერ გადარჩენილ ადამიანებსა და თავგანწირვაზე. მადლობა მათ ამისთვის. უამრავი  პროფესიაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ყურადღების მიღმა რჩება. დღეს გაგაცნობთ ბიჭებს 114-დან.

 41 უბედური შემთხვევა, მათგან 12 გარდაცვალება. უბედურ შემთხვევებს – აფეთქებას გადარჩენის 287 ფაქტი. ეს არის სტატისტიკა, რაც გაზდანადგარების და გაზის ქსელის არასწორმა მოხმარებამ გამოიწვია 2020 წელს. ვიდრე  უშუალოდ ამბავს მოგიყვებით, გვინდა ყურადღება ბოლო რიცხვს მიაქციოთ. დიახ – 287. სწორედ 287 შენობა შეიძლებოდა აფეთქებულიყო გაზის არასწორი მოხმარების გამო ჩვენს ქალაქში. მათ შორის უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსებია. ის რომ ეს შემთხვევები დიდი უბედურებით არ დასრულდა კონკრეტული ადამიანების დამსახურებაა.

„სწრაფი რეაგირების სამსახური“ – ასე ქვია „თბილისი ენერჯის“ იმ ჯგუფს, რომელიც 24 საათი ჩვენს უსაფრთხოებას ემსახურება. საქმის უკეთ გასაცნობად ერთი დღით მათთან ერთად მორიგეობა გადავწყვიტეთ. სწრაფი რეაგირების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ბაზა ბოჭორმის ქუჩაზეა. როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება ასეთ დროს დროულ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ მიზეზით 114 –ის ჯგუფები თბილისის მასშტაბით უბნებში გადაუნაწილებიათ. შესაბამისად ჩვენც „სამორიგეოდ“ ერთ-ერთ ჯგუფს მიგვამაგრეს.

ზურა ბახტაძე ოსტატია. კახა ზურაბიშვილი კი ზეინკალი. საგმირო ისტორიები ბევრი აქვთ. უცნაურიც და სახიფათოც. ის იყო ერთმანეთი გავიცანით და გამოძახებაც შემოვიდა. ჯგუფს გადმოსცეს, რომ დიდ დიღომში ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნის შესახებ შემოვიდა შეტყობინება. ზუსტად 00:29 წუთია. 15 წუთში ჯგუფი ადგილზეა. სპეცმანქანიდან გადმოსვლისას ძლიერი გაზის სუნი ჩვენც ვიგრძენით.

„სადღად მაგრად ჟონავს, სასწრაფოდ უნდა გადავკეტოთ“ – ამბობს ზურა და ჩვენც ვხვდებით, რომ რაღაც სერიოზული ხდება. კახა კორპუსის ცენტრალურ ვინტილს კეტავს. გვგონია, რომ საფრთხემ ჩაიარა. ზურას და კახას სახის გამომეტყველებით ვხვდებით რომ დასკვნის გამოტანა ვიჩქარეთ. რაღაც აპარატს იღებენ და კორპუსის ბინებს სათითაოდ უშვერენ.   ეს სპეციალური ლაზერის აპარატია, რომელიც ყველა გაჟონვას აფიქსირებს

„ის ბინაა“ – ამბობენ და სწრაფი ნაბიჯებით სადარბაზოსკენ მიდიან. ამასობაში საპატრულო ეკიპაჟი და მეხანძრე მაშველებიც მოვიდნენ. ბინის გასაღები მეზობელს ქონდა და  კარი გააღეს. „გაგვიმართლა“ – გვეუბნება კახა – უმეტესად დაკეტილი ბინებია და სანამ პატრონი არ გამოჩნდება კარს ვერ ვაღებთ უფლება არავის აქვს . მერე გვიჩივიან“ – გაგვიკვირდა.

ბინა გაანიავეს და გაზის გაჟონვის მიზეზების ძებნა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს. ძებნას დიდი დრო არ დასჭირდა. გაზქურის ერთ-ერთი ონკანი აღმოჩნდა ღია. ბინის პატრონიც მალე მოძებნეს. გაირკვა, რომ დაკეტილ ბინას პერიოდულად დამლაგებელი ალაგებს. იმ დღესაც დაულაგებია ბინა. გაზქურის ონკანი გახსნა და შემდეგ ბინა ისე დატოვა რომ გადაკეტვა დაავიწყდა. როგორც ბიჭებმა 114-დან აგვიხსსნეს გაზის იმ კონცენრაციას რაც ბინაში დაგროვდა, კორპუსის აფეთქება შეეძლო. რა ბედი ეწია დამნაშავეს? – თქვენც გაგიჩნდათ კითხვა? მაშინ პასუხი თქვენც ისევე გაგიკვირდებათ როგორც ჩვენ – არაფერი.

დაიწერა ოქმი და მეპატრონე გააფრთხილეს რომ სხვა დროს ყურადღებით მოიხმაროს გაზი, რომ კორპუსს საფრთხე არ შეუქმნას. აღმოჩნდა რომ მსგავსს შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი კანონით გარკვეული ოდენობის ჯარიმაა. გაფრთხილება ან მცირე ჯარიმა ფაქტიურად მკვლელებისთვის. უფრო მეტიც – პრაქტიკულად ტერორისუტული აქტისთის.  „ეჰ, ეს რა არის. ჩვეულებრივი ამბავია უკვე. ასეთები ყოველ დღე ხდება“ – გვეუბნება ზურა და კახაც თავს გვიქნევს დასტურის ნიშნად.

ოფისში დაბრუნებულებს  ახალი გამოძახება მოუვიდათ. „ აქაც რამეს დატოვებდნენ ღიას“ –ეს სიტყვები გვითხრეს და ისევ კორპუსის გადასარჩენად გამოძახებაზე გავიდნენ.  „ ჩვეულებრივი ამბავი“ – მთელი ღამე ზურასა და კახას ამ სიტყვებზე ვფიქრობდით. ადამიანის დაუდევრობა, რომელსაც შეიძლება უამრავი მსხვერპლი მოჰყვეს, უყურადღებობა და ელემენტარული უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, რასაც თბილისის ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფები ებრძვიან. ბიჭები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს  საფრთხეში იგდებენ, ჩვენს ქალაქში ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანის გადასარჩენად. ბიჭებო რომელთა შესახებაც თქვენ თითქმის არაფერი იცით.  ამბავს კი ისევ იმ სტატისტიკით დავასრულებთ რითიც დავიწყეთ 41 უბედური შემთხვევა, მათგან 12 გარდაცვალება. აფეთქებას გადარჩენილი  287 კორპუსი და ათეულობით ადამიანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img