19.03.2024
- Advertisement -spot_img

ბოლო 1 წელში ზეთი 43.9%-ით, ბოსტნეული 42.2%-ით, პური კი 13%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ  0.7%, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8% შეადგინა.

ფასები, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა საქონლისა და მომსახურების ჯგუფზე, მათ შორის, ყველაზე მეტად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე – 43.9%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 42.2%-ით, ხოლო რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 17.3%-ით.

საქსტატის თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), პური და პურპროდუქტები (13.0%), თევზეული (11.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8%), ხილი და ყურძენი (5.4%);

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img