04.12.2021
- Advertisement -spot_img

ბოლო კვირაში Covid-19-ის​ გამოვლენილი შემთხვევების გამო 219 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო ქვეყნის მასშტაბით 219 სკოლა და 493 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 1.1%-ს და მოსწავლეთა 0.5%-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის აცრილთა წილი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69.3%-ა. მათი ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო საზოგადოებას ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img