დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის “ბარბაროსული ქმედებები” არის გამოცდა “მთელი კაცობრიობისთვის”. ამის შესახებ ინფორმაციას ,,დაუნინგ სტრიტი” ავრცელებს.
„ლიდერებმა დაგმეს ამერიკელი ჟურნალისტის ბრენტ რენოსა და უამრავი უდანაშაულო უკრაინელის მკვლელობები, ისევე როგორც დნეპრორუდნოესა და მელიტოპოლის მერების გატაცება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯონსონის ადმინისტრაციის ცნობითვე, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო აგრძელებს უკრაინისადმი.
მათივე თქმით, დიდი ბრიტანეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი ვარიანტების ძიებას, მათ შორის სამშაბათს ლონდონში „ერთობლივი საექსპედიციო ძალის“ შეხვედრაზე.