24.04.2024
- Advertisement -spot_img

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები გაიფიცნენ

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცული მუშები კომპანიისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კომპანიასთან, თუმცა ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაცია დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. 

“ყოველ დღე ვმუშაობთ, არ არსებობს ჩვენთვის კვირა და დასვენება. 17 ლარი მაქვს დღიური ხელფასი. არ გვაქვს ნორმალური ხელფასი, გვეუბნებოდნენ მოვგვარდებითო, მაგრამ არ ვართ მოგვარებულები, ამიტომ გავიფიცეთ”, – აცხადებს ბორჯომის ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

“აქცია უკვე დაწყებულია. მობილიზებულები ვართ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელფასების მომატება დაიწყოს, ასევე აღიკვეთოს მუქარა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img