დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანა საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ბრიტანეთის სამთავრობო საიტი ავრცელებს.
“დღეს გამოცხადებული £5 მილიონზე მეტი დამატებითი დაფინანსება საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიბერ მხარდაჭერის მომდევნო ფაზას აღნიშნავს. ეს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს – გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად”. – წერია განცხადებაში.