16.10.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთი უკრაინაში მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაგზავნის,რომელსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაგზავნის, რათა რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი უკრაინას M270 ტიპის გამშვებებს მიაწვდის, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და იკისრა წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ“, – აღნიშნა ბენ უოლესმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img