09.10.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთის დაზვერვა – 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, აგრძელებდნენ პოპასნას კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი სამხრეთიდან სივეროდონეცკის ალყაში მოქცევას შეეცდებიან.

მათივე ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”, მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ სკეპტიციზმი, ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის. როგორც ცნობილია, 15 000 რუსი მილიონერი სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას“, – აღნიშნულია დაზვერვის განცადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img