15.10.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთის დაზვერვა – არსებობს რეალური ალბათობა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ, რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს რეალური ალბათობა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო.

უწყების ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული არაზუსტი ქმედებები სამოქალაქო პირებში შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს.

„რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებისას თანდათანობით წინსვლას აგრძელებენ. 25 ივნისიდან, რუსული ძალები ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, ქალაქის სამხრეთით კიდევ 2 კილომეტრით დაწინაურდნენ. არსებობს რეალური ალბათობა, რომ 27 ივნისს, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო. შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებისას, რუსეთის არაზუსტ ქმედებებს წინა შემთხვევებში სამოქალაქო პირების მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, 9 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმისას. თითქმის განსაზღვრულია ის ფაქტი, რომ რუსეთი დარტყმებს გააგრძელებს, რათა უკრაინის ფრონტის ხაზის ძალების მომარაგება შეაჩეროს. რუსეთის მიერ უფრო თანამედროვე, ზუსტი თავდასხმის იარაღის დეფიციტი და დამიზნების ხარვეზები დიდი ალბათობით, სამოქალაქო პირების შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

შეგახსენებთ, 27 ივნისს, რუსული ძალების მიერ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 59 კი – დაშავდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img