23.11.2024

ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურება, ახლა შეიარაღებული ძალები ძველ და ნაკლებად სანდო იარაღს იყენებენ.

როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მისი სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაში ნაკლოვანებები გამოავლინა.

მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გაჭიანურდა, ოკუპანტებს სამხედრო მასალის მარაგი ეწურებათ.

“უკრაინაში შეჭრის დასაწყისში რუსეთი ატარებდა პროპაგანდას, რომ შეუძლია ქირურგიული დარტყმები განახორციელოს, ასევე უკრაინული ქალაქები დაცული იქნება დაბომბვებისგან. რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ინტენსიურად და განურჩევლად ბომბავს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას საერთოდ არ ითვალისწინებს. ხსენებული მიზეზის გამო, რუსეთის ჯარი ადვილად ხელმისაწვდომ, მაგრამ დაძველებულ, ნაკლებად სანდო და მარტივად იდენტიფიცირებად იარაღს იყენებს. რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება შეცვალოს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი, რომელიც უკვე დახარჯა”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img