13.10.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინამ ხერსონში კონტრშეტევების შედეგად გარკვეულ წარმატებას მიაღწია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, რუსეთი იძულებით უქვემდებარებს ხერსონის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციას, გადახდის ლეგალურ საშუალებად რუსული რუბლის შემოღებით და სკოლებში რუსი მასწავლებლების დასაქმებით, იმისათვის, რომ სკოლებში წარადგინონ რუსული სასწავლო გეგმა და ენა. რუსეთი დიდი ალბათობით ხერსონის ოკუპაციას გამოიყენებს, როგორც უკრაინელი ხალხისთვის გაუმჯობესებული მმართველობისა და ცხოვრების სტანდარტების მიწოდების მტკიცებულებას.

“რუსეთი სამი მხრიდან აგრძელებს თავდასხმით შეტევას სევეროდონეცკზე, თუმცა უკრაინის თავდაცვა უძალიენდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მხარემ მნიშვნელოვანი წინსვლა მოიპოვა ბოლო 24 საათის განმავლობაში.”

დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კონცენტრირებულია ცენტრალური დონბასის სექტორზე თავდასხმაზე, ის კვლავ თავდაცვით პოზიციაშია მის ფერდობებზე. უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ-დასავლეთ ხერსონის რეგიონში კონტრშეტევების შედეგად გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე პოზიციები დაიბრუნეს.

“ოკუპირებული ზონის ფრონტი 500-ზე მეტ კილომეტრზეა გადაჭიმული, რუსეთის და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ: შეინარჩუნონ თავდაცვითი ხაზი და შეტევითი ოპერაციებისთვის ქმედუნარიანი საბრძოლო ნაწილების გათავისუფლება მოახერხონ.”- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img