29.03.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში – შეძრული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში დღეს დილით განვითარებული სცენით

შეძრული ვარ დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში განვითარებული სცენით, – ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img