28.03.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მესამედ დაქორწინდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კერი საიმონდსზე შაბათს, ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში იქორწინა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პიარის სამსახური ავრცელებს.

ქორწინების ცერემონიას მხოლოდ ოჯახის ახლო წევრები და მეგობრები დაესწრნენ. ბორის ჯონსონისთვის ეს მესამე ქორწინება გახლავთ.

ჯონსონმა პირველ ცოლზე, ალეგრა მოსტინ-ოუენზე 1987 წელს იქორწინა, წყვილი 1993 წელს დაშორდა. მეორე ქორწინებამ მარინა უილერთან 25 წელს გასტანა. ჯონსონს და უილერს ოთხი შვილი ჰყავთ. საიმონდსთან ურთიერთობა პრემიერმინისტრმა განქორწინებიდან მცირე დროში 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს ჯონსონს და საიმონდსს შვილი შეეძინათ.

კერი საიმონდსი ჯონსონის პარტიის წევრი და კონსულტანტია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მომავალი ქმრის პოლიტიკურ კამპანიებში. საიმონდსი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან არაოფიციალურ ურთიერთობაში ღიად იმყოფებოდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img