14.11.2024

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა მაღალი რანგის მეთაურები თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან ისინი საქმეს ცუდად ასრულებდნენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებლობის გამო რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო გაათავისუფლეს ან სარდლობიდან მოხსნეს.

დაზვერვის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი ხარკოვის აღების ჩავარდნის გამო მოხსნეს. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი კი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის გამო გაათავისუფლეს. ყოველდღიურ მიმოხილვაში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი პოსტზე რჩება, თუმცა უცნობია, ენდობა თუ არა მას კვლავ პრეზიდენტი პუტინი.

“დადუმებისა და განტევების ვაცის ძიების კულტურა, სავარაუდოდ, გავრცელებულია რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებში”, – აღნიშნავს დაზვერვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img