20.04.2024
- Advertisement -spot_img

ბრიტნი სპირსი 13-წლიანი მეურვეობისგან ოფიციალურად გათავისუფლდა

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი 13 წლის შემდეგ მეურვეუბისგან ოფიციალურად გათავისუფლდა. მომღერალი ახალ ამბავს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” პოსტით გამოეხმაურა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებას შენობის გარეთ შეკრებილი ასობით თაყვანისმცემელი ოვაციებით შეხვდა.

“სიგიჟემდე მიყვარს ჩემი თაყვანისმცემლები. ალბათ ტირილში გავატარებ მთელს დღეს. საუკეთესო დღეა”. – წერს ბრიტნი სპირსი “ტვიტერზე”.

27 წლის ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა 2008 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას 2021 წლის ოქტომბრამდე მამა განაგებდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპშემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა. არც ერთი საჩივარი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოების და მედიის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა. 30 სექტემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით მომღერალი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img