შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და ეხმიანება გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
„კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზე დევს და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით“, – წერს ელჩი.