29.03.2024
- Advertisement -spot_img

ჩინეთი “დიდი შვიდეულის ქვეყნებს” – დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს პატარა ჯგუფები იღებდნენ, დასრულდა

დიდი შვიდეულის სამიტზე ქვეყნები ჩინეთის გავლენის შესამცირებლად ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ. საპასუხოდ ჩინეთი ამბობს, რომ დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი “მცირე” ჯგუფები იღებდნენ, დასრულდა.

“დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს ქვეყნების პატარა ჯგუფები იღებდნენ, დიდი ხანია დასრულდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნები, პატარა თუ დიდი, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანასწორი არიან. მსოფლიო საკითხები ყველა ქვეყანასთან კონსულტაციებით უნდა იჭრებოდეს” – განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მეორე დღეს ცნობილი გახდა ახალი ამერიკული ინიციატივის შესახებ, რომლითაც ვაშინგტონს დიდი შვიდეულის პარტნიორების დახმარებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე, განვითარებად ქვეყნებში ახალი ამბიციური ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება სურს.

ამ ინიციატივით დასავლეთს სურს, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომელშიც სხვადასხვა პროექტის დონეზე, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

კრიტიკოსების აზრით, სი ძინპინის გეგმა, შექმნას აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსია, რომელიც ჩინეთს ევროპას, აზიასა და დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს, კომუნისტური ჩინეთის გავლენის გავრცელებისა და გაძლიერების გზაა.

აშშ-ს წარმომადგენლების თანახმად, ამ დრომდე დასავლეთი არ ქმნიდა პოზიტიურ ალტერნატივას ჩინეთის მთავრობის ინიციატივებში “გამჭვირვალობის ნაკლებობის, გარემოს დაცვის და შრომის დაბალი სტანდარტებისა და იძულებითი მიდგომის” საპირწონედ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img