23.11.2024

ჩინურ “სინოვაკს” ევროკავშირის/შენგენის მხოლოდ 7 ქვეყანა აღიარებს

მას შემდეგ, რაც ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნა დაიწყეს, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა განესაზღვრა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რომელი აცრით ვაქცინირებული მოგზაურები მიეღო.

ამჟამად, ევროპის ყველა ქვეყანა აღიარებს ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინით აცრას, საუბარია Oxford/AstraZeneca-ზე, Pfizer/BioNTech-ზე, Moderna-სა და Johnson & Johnson-ზე.

თუმცა, წესები ანალოგიურად არ ვრცელდება იმ მოგზაურებზე, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ვაქცინა გაიკეთეს, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, “სინოვაკი”. აღნიშნულ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს.

“სინოვაკი” ჩინეთში წარმოებული ვაქცინაა, რომელსაც WHO-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

VisaGuide.World–ის მიერ შემუშავებული ახალი ინსტრუმენტის თანახმად, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე შეამოწმონ თავიანთი ვაქცინის ვალიდურობა, ევროკავშირის/შენგენის ზონის სწორედ შემდეგი შვიდი ქვეყანა აღიარებს “სინოვაკის” ვალიდურობას: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი და შვეიცარია.

“სინოვაკით” აცრილი საერთაშორისო მოგზაურები, აღნიშნულ ქვეყნებში, თავისუფლდებიან ყველა საკარანტინო მოთხოვნებისგან.

ამასთან, ევროპის კონტინენტზე მდებარე შემდეგი ხუთი ქვეყანა აღიარებს “სინოვაკის” ვალიდურობას, მოგზაურთა მიღებისას, ესენია: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, მაკედონია და სერბეთი.

VisaGuide.World-ის თანახმად, ზემოაღნიშნული ევროკავშირის/შენგენისა და მესამე ქვეყნის გარდა, “სინოვაკის” აცრის დამადასტურებელი ცნობის ვალიდურობას, მოგზაურობისას, კიდევ 34 ქვეყანა აღიარებს.

წყარო: bm.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img