17.01.2022
- Advertisement -spot_img

ჩინური რაკეტის დედამიწაზე ჩამოვარდნის სავარაუდო დრო ცნობილია

აშშ-ის კოსმოსური კვლევისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ დილით შემოვა, – ამის შესახებ  Reuters-ი წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.

ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img