19.04.2024
- Advertisement -spot_img

ჩინური “სინოფარმი” 78.1%-ით ეფექტიანია – WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი

WHO-მ 29 აპრილის შეხვედრის მასალები გამოაქვეყნა ჩინური ვაქცინის “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი რეკომენდაციებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. 

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, “სინოფმარმის” ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. 

კერძოდ, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის კი, 91%. 

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარმწუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში,„სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

WHO ამბობს, რომ ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა. 

კვლევის შედეგად: 

არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები.

არ ყოფილა ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა.  

ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. 

ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინური “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. თუმცა, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img