19.09.2021
- Advertisement -spot_img

სოფელ ნაფიჩხოვოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში სავარაუდოდ ბასრი საგნით 24 წლის მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. მერის წარმომადგენელი სოფელ ნაფიჩხოვოში ხვიჩა ლაგვილავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელებს შორის. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.

„მე როგორც ვიცი, იყო წაკინკლავება ყოფით ნიადაგზე. ეს მოხდა წუხელ ცხრა საათისთვის. გარდაცვლილის ძმა მსუბუქად არის დაჭრილი… პოლიციამ უკვე გამოკითხა ინციდენტში მონაწილე პირები“, – თქვა მერის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img