27.10.2021
- Advertisement -spot_img

ჩოგბურთის ფედერაცია – ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტი დაადგენს კალაშნიკოვას ლიცენზიის საკითხს

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ეხმაურება ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზიასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს საკითხი ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაადგინოს.

ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყნიდან განაცხადი არ გაიგზავნა, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჩოგბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიიღო.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”, – აღნიშნულია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img