09.12.2021
- Advertisement -spot_img

CNN-მა არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა

ტელეკომპანია CNN-მა სამი თანამშრომელი ოფისში ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მისვლის გამო გაათავისუფლა. ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი, როდესაც ამერიკული კომპანიიდან დასაქმებულს ვაქცინაციის წესების დარღვევისთვის ათავისუფლებენ – ამის შესახებ BBC წერს.

CNN-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს და თანამშრომლებისგან ვაქცინაციის გავლა მოითხოვა.

აშშ-ში კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. მრავალმა მსხვილმა ორგანიზაციამ, მათ შორის სოციალურმა ქსელმა „ფეისბუკმა“ და „გუგლმა“ განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აცრას მოსთხოვენ, როდესაც მათი ოფისები სრულად გაიხსნება. ვაქცინაცია სავალდებულო გახადა კომპანია „დისნეიმ“.

„ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს. ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვაცხადებდით. ამიტომაც, ამ საკითხზე დაბნეულობა არ უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“სი-ენ-ენი” დღეს ე.წ ჰიბრიდული მოდელით მუშაობს. თანამშრომელთა ნაწილი სახლში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს. მედია-ორგანიზაციამ სამსახურში ოფიციალურად დაბრუნების დღე ისევ გადაწია – 7 სექტემბერი ოქტომბრის შუა რიცხვებით შეიცვალა.

ჯეფ ზაკერის განცხადებით, ამის მიზეზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19-ით ინფიცირების მზარდი მონაცემებია, რასაც კორონავირუსის დელტა ვარიანტს უკავშირებენ. ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში და ატლანტაში, სადაც “სი-ენ-ენს” ოფისები და სტუდიები აქვს, პანდემიის რეგულაციების ნაწილი ისევ ამოქმედდა, მათ შორის შენობებში ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img