30.07.2021
- Advertisement -spot_img

Covid 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 980 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 579  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 980  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.2%, ბოლო 14 დღის – 2.66%, ბოლო 7 დღის – 2.86%.

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში 663 გამოვლინდა, აჭარაში – 38, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081, საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 605 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 747 პირი – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 601 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პაციენტი. 

პირველი ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  367 058 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა,  5 327 გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img