08.12.2021
- Advertisement -spot_img

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში, სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

NCDC-ის ცნობით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გრიპის სეზონს სრულად დაცული შეხვდეს.

“როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანია, გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა. 

ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ. 

ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ:

 ორსულებს;

 დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ ადამიანებს;

 დიაბეტის მქონე ადამიანებს;

 მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;

 საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;

 C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მქონე პირებს;

 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;

 პედაგოგებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს;

 თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს;

 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს;

 ჯანდაცვის პერსონალსა და ვეტერინარებს.

მეტი ინფორმაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიიღეთ ჩვენს ვებ გვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img