19.04.2024
- Advertisement -spot_img

დადასტურდა კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. გუშინ 8 569 აცრა ჩატარდა. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 704 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 952 PCR ტესტით. 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 5,78 პროცენტია, ხოლო 14-დღიანი – 5,25 პროცენტი. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  395 621-ს. ამათგან 5 636 პირი გარდაიცვალა. 

გამოვლენილი ინფიცირების  2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა – 238, იმერეთი – 173, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 123, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img