19.09.2021
- Advertisement -spot_img

დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;

„ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30 საათამდე;

სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია „სინოფარმის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img