01.04.2023
- Advertisement -spot_img

დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩი იქნება

გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე ინიშნება. ახალ თანამდებობაზე წარმატება მას გაეროში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ უსურვა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე „5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

„არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან“, – აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img