23.11.2024

დავით ბაქრაძე – ვაგრძელებ პარლამენტში მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი

დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს, რადგან როცა ის “ევროპული საქართველოდან” წავიდა, განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებდა.

“მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მექნება თანამშრომლიბა როგორც ლელისთან”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელთან” და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში და ფრაქციაში გაწევრიანებას და გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასევე არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს იმ თანამდებობებზე, რომლის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაკავების შესაძლებლობას შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა.

“უფრო მეტიც, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა და მე ასევე მივიღე გადაწყვეტიკება, რომ არ დავაყენებ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობებზე, დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც მუშაობას გავაგრძელებ როგორც რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო, რიგითი დამოუკიდებელი პარლამენტარი,”- განაცხადა ბაქრაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img