09.12.2021
- Advertisement -spot_img

დავით გადელია – არაფერს არ ვაკეთებთ მოქალაქეები იმისათვის, რომ არ მოვიდეს ისეთი ნოემბერი, როგორიც იყო შარშან

„არაფერს არ ვაკეთებთ მოქალაქეები იმისათვის, რომ არ მოვიდეს ისეთი ნოემბერი, როგორიც იყო შარშან. უმძიმესი საშინელი ნოემბერი იყო“, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ახლა კლინიკა გადატვირთულია და შარშანდელთან შედარებით, ამას კიდევ ემატება, ამდენი ბავშვის ავადობის სიმრავლე.

„რაც შეეხება ვაქცინაციის სავალდებულოობას, ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ჩინეთის და სამხრეთ კორეის გარდა მგონი არსად არ ხდება.

სხვამ კი არ უნდა გვითხრას, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ჩვენია ეს ქვეყანა და რაღაც უნდა გავაკეთოთ მის დასახმარებლად. ადამიანებს არანაირი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გვაქვს.

აუცილებლად უნდა იყოს მოტივირების სხვა საშუალებები, უნდა არსებობდეს განსხვავებული სამოტივაციო სივრცე ადამიანებისთვის, ვინც არის აცრილი, ეს სწორი მიდგომაა. ამაზე საუბრისას არის ხოლმე ერთი ამბავი ატეხილი, ფაშისტებს გვეძახიან ხოლმე, როგორ შეიძლება გაყოფაო… ასეთ სისულელეებამდე მივდივართ.

ხოლო რაც შეეხება ექიმების პოზიციას რეგულაციებთან და აკრძალვებთან მიმართებით, ისინი ყოველთვის არიან მეტი სიმკაცრის მომხრე, ყოველთვის ასეა და არ უნდა გაგიკვირდეთ“, – განაცხადა დავით გადელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img