19.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით ქაცარავა – ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან რადიოელექტრონული დაზვერვის საგუშაგო მოაწყვეს

ავტობანის თავზე ოკუპანტებმა მოაწყვეს საგუშაგო (ეს საგუშაგო საკმაოდ დიდი ხანია განლაგებული) და აღჭურვეს საკმაოდ მძლავრი სოლარ სისტემით, სათვალთვალო კამერით და გადამცემი ანძით – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.

“რომ არა ამ ბოლო 2 დღის მოვლენები ხურვალეთში და მთლიანად სამაჩაბლოჩი, ავტობანის მიმდებარედ განლაგებულ ამ საგუშაგოს ნაკლებ ყურადღებას დავუთმობდი.როგორც შევიტყვეთ, ბოლო 2 დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ინტენსიურ წვრთნებს ატარებენ კავშირგაბმულობის განხრით. წვრთნებში 1500 მდე ოკუპანტი ორკი მონაწილეობდა და მოიცავდა ოკუპირებულ სამაჩაბლოს, აფხაზეთს და სომხეთში განლაგებულ გიუმრის ბაზას. წვრთნების მიზანი იყო ამ სამ რეგიონს შორის საკომუნიკაციო არხების გამოცდა.ასევე, გამოცდას გადიოდნენ საპელენგაციო სისტემები, რომელთა გამოყენებით ორკებს შეუძლიათ მობილური კავშირის გადაჭერა.

როგორც ერთ-ერთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, ავტობანის თავზე ოკუპანტებმა მოაწყვეს საგუშაგო (ეს საგუშაგო საკმაოდ დიდი ხანია განლაგებული) და აღჭურვეს საკმაოდ მძლავრი სოლარ სისტემით, სათვალთვალო კამერით და გადამცემი ანძით. ჩვენ ამ საგუშაგოს დიდი ხანია ვაკვირდებით და ცოცხალი ძალა უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა კონკრეტულ ლოკაციაზე, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ეს საგუშაგო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და შეიძლება ემსახურებოდეს შესაბამის რადიოლოკაციური გადაჭერის მიზნების განხორციელებას. საფრთხობელა კი განასახიერებს ორკების დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.” – წერს ქაცარავა.

ქაცარავას ამ განცხადების პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თითოეულ აქტივობაზე რეაგირება ადეკვატურად ხდება. 

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით”.- აცხადებს სუს-ი. 

კახა ქემოკლიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ სუს-ში, შემდეგ კი უსაფრთხოების საბჭოში, ამბობს, რომ ეს ახალი ინფრასტრუქტურა არ არის, თუმცა, ადასტურებს, რომ “რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი აქტიურად მუშაობს რადიოელექტრონული დაზვერვის განვითარების თვალსაზრისით”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img