29.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით რეხვიაშვილი – თუ ოდნავ გონზე არ მოვეგებით, აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე, რომ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა მოგვიწევს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, თუ მოსახლეობა კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეს ვერ გააცნობიერებს და რეგულაციებს არ დაიცავს, კლინიკა პაციენტების მომსახურებას ვეღარ შეძლებს, რადგან ამისთვის საკმარისი საწოლები არ იარსებებს.

„თუ ოდნავ გონზე არ მოვეგებით, თუ ჩვენი ქმედების ტაქტიკასა და სტრატეგიას არ შევცვლით, აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე, რომ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა მოგვიწევს, რაც, პირველ რიგში, ექიმისა და კლინიკისთვისაა ძალიან მძიმე. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, დედამიწის ზურგზე არავის არ უთქვამს, რომ გართულება და მძიმე შემთხვევები არ არის. ამ ეტაპზე, ამ მდგომარეობის სტატისტიკით, მინიმუმ 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია აქვს ამ დაავადებას. ეს ნიშნავს, რომ 65 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია ამოწურავს საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც განკუთვნილია კოვიდისთვის და დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, როდესაც პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ვერ მიიღებს შესაბამის დახმარებას“, – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img