19.09.2021
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო – არის ლოგიკა კითხვაში, თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა?

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით არის ლოგიკა იმ კითხვაში, რომ თუ 20 ივნისის მდგომარეობით მიიჩნეოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა?

სერგეენკოს თქმით, ამ კითხვებს ვერ გაექცევიან და არც მას აქვს პირადად პასუხი, ისევე როგორც არ აქვს პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რაც გახარიას მიმართ არსებობს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერ – მინისტრის მოულოდნელმა გადადგომამ პოლიტიკაში რყევა გამოიწვია, ამიტომ მან უნდა განმარტოს, რა მოხდა რეალურად.

„გიორგი გახარიას ნაბიჯმა, რომელიც მან თებერვალში გადადგა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. რყევაა, როცა მმართველი ძალის ფაქტობრივად #1 ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს. ჯერჯერობით გახარიას მიმართ ბევრად მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. მას აქვს საშუალება, მოკლე პერიოდში მინიმუმ ორ თემაზე გააკეთოს დეტალური განმარტება: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა, იმ შემთხვევაში თუკი ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს, რა გეგმით აპირებს სიარულს. ამ კითხვებზე პასუხის არგაცემა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ მომავალს ვერ დავინახავდი”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img