24.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო – სახალხო დამცველი მეტად დაფიქრდეს, ვიდრე ასეთი ტრაგედიის კვალდაკვალ ასეთ მენტორულ განცხადებას გააკეთებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო ნინო ლომჯარიას პასუხობს და მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს “ვიდრე ასეთი ტრაგედიის კვალდაკვალ ასეთ მენტორულ განცხადებას გააკეთებს”.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლებისაგან მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

„ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვა ტრაგედიაა და მინდა მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის. უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და განცხადება ისე გააკეთოს. თითქოს საქართველოს ხელისუფლება კაცთმოძულეა და ამ ადამიანებს არ ეხმარებიან… მთელი ამ წლების განმავლობაში ასეულობით იქ მცხოვრებ ადამიანს დაუყონებლივ დახმარებას აღმოვუჩენდით ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება, გავაქროთ დროებით ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ენგურზე გადის. სხვა მხრივ, როგორც კი ეს ადამიანები ჩვენამდე მოსვლას ახერხებენ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე ჩვენს კონტროლირებად ტერიტირიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეებს”, – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია, მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადება გუშინ  გააავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტებით ოკუპირებულ ძალებზე გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს 4 მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img