14.08.2022
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო – შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად, შერიგების საწინდარი არის დიალოგი

ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, მათ შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქციის შესრულება, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შერიგება ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხთან, რადგან ეს დაპირისპირება მის საქართველოში დაბრუნებამდეც უკვე იყო. შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სერგეენკომ პრეზიდენტთან საახალწლო ღონისძიებაზე მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შერიგების საწინდარი იყოს.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებითვე, შერიგებას წინ უძღვის დიალოგი და აზრების ერთმანეთში გაცვლა.

„ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლია, მათ შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქციის შესრულება, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შერიგება, რომელიც თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმაა, ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საკითხთან, რადგან ეს დაპირისპირება მის საქართველოში დაბრუნებამდეც უკვე იყო. შეიძლება დღევანდელი მიღება იქცეს პირველ ნაბიჯად, თუმცა, დღევანდელი მიღება არის პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულება საქართველოს პრეზიდენტიდან, რომლითაც ის ყოველწლიურად გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოში მოქმედი პარტიების მიმართ. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი სხვა საკითხებს, რადგან მხოლოდ ერთ საკითხს ვისმენ ოპოზიციისგან, რომ პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება შერიგების საწინდარი და არასაკმარისი მოცემულობაა ეს ჩემთვის. რა შეიძლება იყოს შერიგება ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გარდა, ვერცერთ ლექსიკონში ვერ ამოვიკითხავთ შერიგების ასეთ განმარტებას. შერიგების საწინდარი არის დიალოგი და არგუმენტების გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთში და არა შემოთვლა ერთ საკითხზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img