18.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო თალაკვაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე- ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ

2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატად არჩილ თალაკვაძის წარდგენას პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო არ გამორიცხავს.

“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ, როგორც ასეთი ფორმულირება არის. იმიტომ, რომ თავის პროტოკოლი აქვს კანდიდატის გაცხადებას და არ მინდა, რომ მოვლენებს დავასწრო”, — განუცხადა სერგეენკომ ტელეკომპანია “ტვ პირველს”.

კითხვაზე, არის თუ არა თბილისის მერობის კანდიდატად თალაკვაძის დასახელებაზე გუნდში საუბარი დაწყებული, სერგეენკო პასოხობს:

“არის რაღაც კონსულტაციები, რომელზეც ყველანი ვალდებულები ვართ, რომ საზოგადოებას ვამცნოთ, არის კონსულტაციები, რომელიც დამუშავების ფაზაშია და წინასწარ ამის გასაჯაროვება არ იქნება სწორი”, — განაცხადა სერგეენკომ.

რამდენიმე თვეა, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახა კალაძე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. თუმცა, თავად კალაძე ამაზე არ საუბარობს, მიუხედავად ჟურნალისტების მხრიდან დიდი ინტერესისა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img