28.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო – თუ გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი არ გასცა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი არ გასცა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ ექნება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიაზე სეგეენკო ასე აფასებს: “კურდღელი უწოდა – არ უწოდა, ეს პოლიტიკური „ვორდინგია“, ზოგს ასე ურჩევნია, ზოგს ისე, თავისი ექსპრესია აქვს ყველას,”.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას მე მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ წუთის მდგომარეობით, რომ როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედიააქტივობით, პრეზენტაციით და ბრიფიგნით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაც არაჩვეულებრივი და ამომწურავი პასუხი აქვს ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ასე თუ გააგრძელა და არ განმარტა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს,“ – განაცხადა სერგეენკომ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img