28.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით სერგეენკო – თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, გართულებებზე პასუხისმგებელი ის კომპანია იქნება

„თუ რომელიმე კერძო კომპანია საქართველოში შემოიტანს რუსულ ვაქცინას, სახელმწიფოს რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება არ აქვს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ტლეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ის კომპანია იქნება.

„საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაუშვებს თავის ნაყიდს ან კერძო კომპანიის ნაყიდს, მაგრამ დაუშვებს მხოლოდ იმ ვაქცინას, ვისაც თავის ქვეყანაში რეგისტრაციასთან ერთად აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია.

თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება არ ექნება სახელმწიფოს და დიდი ალბათობით მიიღებს რეგისტრაციას, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იქნება ეს კომპანია. თუკი ესა თუ ის სამკურნალო საშუალება, მათ შორის ვაქცინა, აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადასა და იაპონიაში, მაშინ რეგისტრაციას იღებს ძალიან მოკლე ქვეყნებში, პრაქტიკულად ავტომატურად. თუ სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული, მაგრამ არ აქვს ჯანმო-ს კვალიფიკაცია, მაშინ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს მის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას და ასეთ შემთხვევაში უფლება არ აქვთ რომ რეგისტრაცია არ გაუკეთონ, თუნდაც ისეთ ვაქცინას, რომელიც ჯანმო-ს მიერ აღიარებული არ არის, მაგრამ მათ გამოყენებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვერ გახდება, ეს იქნება იმ კერძო კომპანიის პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img