24.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით სონღულაშვილი აზარტულ თამაშებზე – მოუწევს ბიზნესს იმაზე გადაწყობა, რასაც სთავაზობს სახელმწიფო

აზარტული თამაშების შესახებ ახალ კანონპროექტზე საუბრისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ბიზნესს ახალ მოცემულობაზე გადაწყობა მოუწევს. როგორც სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების მოტივი ეკონომიკური ნაწილი არ ყოფილა და ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული.

“ვერ მოგეწონებათ ეს კანონპროექტი ზუსტად ვიცი. აქედან გამომდინარე, მოუწევს ბიზნესს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რა მოცემულობასაც სთავაზობს სახელმწიფო. ეს არის მოცემულობა და უნდა გამოვიდეთ აქედან, იმიტომ რომ ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ამის შიგნით რაც არ უნდა დეტალურ მსჯელობაში გავყვეთ, ეს არის პრინციპი მიდგომის”, – თქვა სონღულაშვილმა.

 პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “აზარტული თამაშების შესახებ” კანონპროექტს. კანონპროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა, აზარტული თამაშების შეზღუდვას გულისხმობს. გარდა ამისა, გარკვეული გამონაკლისების გამოკლებით, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამაც.

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. ტელეკომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ აზარტული თამაშების რეკლამა მათი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედიანეჯერებს უჩნდებათ ეჭვი, რომ რეკლამის აკრძალვა არა ლუდომანიასთან, არამედ კრიტიკულ მედიასთან ბრძოლას უკავშირდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img