19.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით უსუფაშვილი – ივანიშვილმა, სჯობს, გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მომავალში მოღალატეებად გამოაცხადებს

ბიძნა ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უსუფაშვილი  გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი პარტიიდან წასული ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებით არის მუდმივად დაკავებული.

„სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში“, – განაცხადა უსუფაშვილმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img