28.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით უსუფაშვილი – „ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები ეყოლება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები ეყოლება. უსუფაშვილის განცხადებით, „ლელო“ პოლიტიკაში იბრძვის როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

„ლელომ“ ძალიან მოკლე ვადაში მოახერხა თვითდამკვიდრება პოლიტიკურ სპექტრში და ასევე გააგრძელებს მკაფიო, მოსახლეობისთვის საჭირო და გასაგები ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში. „ლელო“ პოლიტიკაში იბრძვის და შრომობს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. მე შეგახსენებთ, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, გარდა ადგილობრივი კარგი ხელისუფლების ფორმირებისა, აქვს სერიოზული დატვირთვა ვადამდელი არჩვენებისთვის ვითარების მოსამწიფებლად. ვადამდელი არჩევნების მომწიფებას სჭირდება საერთო ოპოზიციუირ პროპორციული ხმების მაქსიმალიზაცია. მე მგონია, რომ პროპორციული ხმების მაქსიმალიზაციისთვის აუცილებელი და სწორია, პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ ამომრჩეველს შესათავაზოს თავი. ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს სინერგია, ეს უნდა გაიზომოს, აიწონოს და აქ არ უნდა მივიღოთ ემოციური გადაწყევტილება.

„ლელოს“ ყავს კანდიდატი ყველა საკვანძო თანამდებობისთვის. ეს იყო საპარალმენტო არჩევებში და იქნება ადგილობრივ არჩევნებშიც“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img