24.07.2021
- Advertisement -spot_img

დავით უსუფაშვილი – ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქეთ

მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით არა იმიტომ, რომ საოცარ ევროპულ სტანდარტს ვაღწევთ ამით, არამედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოური სტანდარტით ცხოვრებამ მოგვიყავანა აქამდე და გახადა იმის საჭიროება, რომ მსოფლიოს მოეთითებინა – თქვენ მანდ ქართველები ძალაუფლებას ტრადიციულად ვერ უმკლავდებით ხოლმეო, ვერცერთი უმრავლესობა 1990 წლიდან მოყოლებულიო – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს.

„ყველა უმრავლესობას სხვადასხა დოზით წაგიცდებათ ხოლმე ხელი იმ იარაღზე, რომელიც მაღალი სტანდარტით არის გამოსაყენებელი. 1991 წელს ასეთი დაბალი სტანდარტით დაიწყო პირველი უმრავლესობის მიერ პირველი უმცირესობის წარმომადგენლის თენგიზ ბეჟაშვილის გაძევება, იმუნიტეტის შეწყვეტა და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. წინა ხელისუფლებამ გელაშვილი ვერ მოკლა და რადგან ცოცხალი გადარჩა, პარლამენტიდან გააგდო. ამიტომ „ქართული ოცნება“ არ ბრძანდებით ერთადერთი და განუმეორებელი, ამ საკითხში შემჩნეული ძალაუფლების არასწორი გამოყენებით. ამას ნურც კომპლიმენტად მიიღებთ და ნურც ნამეტანი დამწუხრდებით. ახლა მსოფლიომ დაინახა, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ხოლმე ხელისუფლება, ამიტომ გვითხრა 90 კაცზე ნაკლებით ნუ გაუშვებთ ვიღაცას წინასწარ პატიმრობაში, დაელოდეთ, სანამ სასამართლო დაადგენს განაჩენსო. თუ დაადგენს განაჩენს, ის კაცი თუ ქალი ავტომატურად გადის პარლამენტიდანო. წინასწარ, გამოძიების დროს ასე მარტივად პარლამენტის წევრს ნუ ჩასვამთ ციხეშიო. იმიტომ, რომ თუ ჩასვამთ იმ იმედით, რომ ამით პრობლემებს შეიმცირებთ და ქვეყანას გადაარჩენთ კატაკლიზმებისგან, მეტი კატაკლიზმები დაგემართებათ ხოლმეო. ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ბოლო გადაწყვეტილების დროს. ის, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა… ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რის გამოც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ციხეში უნდა იჯდეს და ზოგი ზის კიდეც. ამიტომ ნუ დავამადლით ვინმეს რამეს. ოპოზიცია არაფერს იბრიქება, ფაქტია, მოხდა ეს უბედურება, გახდა საჭირო ამ კვორუმის აწევა იმიტომ, რომ არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქეთ და არც მანამდე. უმრავლესობას უნდა ჰქონდეს იმის საღი აზრი განსაჯოს, მართლა იმხელა ხიფათის შემცველია პირი, რომ წინასწარ პატირობაში გავუშვათ თუ არა. მე მხარს ვუჭერ ამ კვორუმსაც. 2/3-მდე გაზრდა დიახ, იქნება მეორე მხარეს გადახრა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განიხილვა მიმდინარეობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 – არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img