08.12.2024

დავით უსუფაშვილი სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმაზე – საზოგადოებრივი კლიმატია შექმნილი ისეთი, რომ ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ქუჩაში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, იძალადონ

ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ქუჩაში განსხვავებული პოზიციის ადამიანზე იძალადონ, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, მმართველობის სისტემაა დაფუძნებული მტრობაზე, შურისძიებაზე, ღირსების შელახვაზე, ეს გადაედინება ოჯახებში, სკოლის დერეფნებში და ყველგან, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც “რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

უსუფაშვილის შეფასებით, პრობლემა საზოგადოებაში შექმნილი კლიმატია, რომლის სათავეც მტრობაზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემაა.

„დავით ბერძენიშვილს მთელი საბჭოთა კავშირი დაესხა თავს მთელი თავისი აპარატით, სადღაც ციხეშიც მოამწყვდიეს და ამას გაუძლო, ასე რომ, ბერძენიშვილისთვის ეს არ არის პრობლემა, ასე გაუვლია მთელი თავის ცხოვრება. სხვა რამეშია საქმე – საქართველოში საზოგადოებრივი კლიმატია შექმნილი ისეთი, რომ ადამიანები თავის თავს უფლებას აძლევენ ქუჩაში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, ფიზიკურად შეეხონ, იძალადონ. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, მმართველობის სისტემაა დაფუძნებული მტრობაზე, შუღლზე, შურისძიებაზე, განქიქებაზე, ღირსების შელახვაზე. ეს გადაედინება საზოგადოებაში, სკოლის დერეფნებში, ოჯახებში, ყველგან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის” წევრების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მათ თავს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img