12.06.2021
- Advertisement -

დავით უსუფაშვილი – სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის გარეშე, ჩვენ სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს

სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის გარეშე, ჩვენ სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე უსუფაშვილის ინფორმაციით, მოხდა შეთანხმება და განისაზღვრა, რომ პირველი ივლისისთვის პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს რეფორმების პაკეტი, რომელიც უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ექსპერტიზაზე.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული პოზიციები, რადგან „ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ძირითადად საქმე კარგადაა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არის რაღაც პოზიტიური საკითხები, მაგრამ ძირითადად საქმე ცუდადაა“.

„შეთანხმებიდან გამომდინარე, იცით, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სასამართლოს მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ამის თაობაზე დღეს იყო შეხვედრა, რომელიც უფრო საორგანიზაციო ხასიათს ატარებდა, თუმცა შევჯერდით, რომ დათქმულ ვადებში და პირველი ივლისია განსაზღვრული იმ ვადად, როდესაც პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს რეფორმების პაკეტი, რომელიც უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტიზისთვის და ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ ჩვენ. არის ძალიან სერიოზული მიმართულებები იუსტიციის საბჭოსთან მიმართებით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არის დიდი პრობლემა იმის თაობაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის გაუზრდელად ჩვენ სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს. მაგრამ ეს როგორ მოვახერხეოთ იმ პირობებში, როდესაც უკიდურესად დაპირისპირებული და არაკონსტრუქციულ გარემოში გვიხდება ცხოვრება, ეს მოითხოვს დიდ შრომას. მე არ გეტყვით, რომ ჩვენ პოზიციები გვაქვს იდენტური. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კი არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ძირითადად საქმე კარგადაა, ჩვენ ვთვლით, რომ კი არის რაღაც პოზიტიური ამბები, მაგრამ ძირითადად საქმე ცუდადაა და ამ პოზიციებიდან ვიწყებთ მუშაობას.

რიგითობით პირველი არის უზენაესი სასამართლოს წევრების დაიშვნის თემა, რომელიც ამ დოკუმენტისა და ამ შეთანხმების შესაბამისად შეჩერებულია, ამიტომ ის როცა განახლდება, უნდა განახლდეს სწორად შეთანხმებით და ეს შეთანხმებები იმიტომაც არის აუცილებელი, რომ გაიზარდოს ნდობა პროცესისადმი, რომ გაიზარდოს კვალიფიციური იურისტების მოტივაცია, რომ მიმართონ მოსამართლეობის განაცხადით, რათა მივიღოთ უკეთესი მოსამართლე,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -