15.10.2024
- Advertisement -spot_img

დავით უსუფაშვილი – თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა!

თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა! – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, გუშინდელ აქცია სრულიად განსხვავებული იყო. მისი თქმით, გუშინ ნახა არა მხოლოდ აღტკინებული, არამედ დაღვინებული მოქალაქეები, ქვეყნის თანამფლობელები და ქვეყანაზე თანაპასუხისმგებლობის განცდის მქონენი.

„გუშინ საქართველოს მომავალი ვნახეთ, რადგან ქუჩაში იყო გამოსული არა მხოლოდ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, არამედ საქართველოს ევროპული სტანდარტის მოქალაქეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ. ვინ შეისმენს ამ გზავნილს და ვინ – არა, ხალხს შეუძლია ის, რაც გუშინ გააკეთა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ: გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან! ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს. ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ 24 ივნისს შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img