20.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით უსუფაშვილი – უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია, ვინაიდან, თუკი რაიმეზე მიუთითებს შარლ მიშელის შეთანხმება პირდაპირ, ყოველგვარი ეჭვების და კითხვების გარეშე, ეს ისაა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და შემდგომ დაიწყოს კონკურსი თავიდან.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, არგუმენტი არ არსებობს, რომ რომელიმე მოსამართლე სწრაფად არის დასანიშნი.

„იცით, რომ ახლა საუბარია იუსტიციის საბჭოს მხრიდან იმ კანდიდატების წარმოდგენაზე, რომელთა შესარჩევი კონკურსები შარშან, ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო და მიდიოდა გაურკვეველი ზიგზაგებით და გაურკვევლობებით. ამას არაფერი აქვს საერთო იმ სულისკვეთებასთან, რაც მიშელის დოკუმენტშია. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია ეს მოსამართლეები, მიშელის დოკუმენტის დარღვევის თაობაზე საუბარი არ იქნება სწორი, ვინაიდან ეს ვალდებულება აღებული აქვს პოლიტიკურ ძალებს, ვინც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა მოახდინოს ამ ხალხის დანიშვნა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორიგ ჯერზე მოსამართლეობის კანდიდატები, რომეთა შორისაც არიან კვალიფიციური პირებიც, მათზე არ გადატყდეს ჯოხი. პარლამენტმა ამ კანდიდატებს უარი იმიტომ კი არ უნდა უთხრას, რომ მათ განხილვაში შევედით და არ მოგვეწონა, არამედ იმიტომ, რომ მათი შერჩევის პროცესი და პროცედურა იყო და არის არასწორი და ჩვენ გვინდა ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ ყოველი მოსამართლე, ვინც დანიშნული იქნება, მყარად დაჯდეს თავის სავარძელში, იყოს ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხის მქონე, არ დარჩეს არანაირი კითხები და ეჭვები. ეს ყველაფერი შეუძლებელია თუ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად დაამტკიცებს მოსამართლეებს.

ამიტომ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მზად ვართ ამ საკითხზე იმ ტიპის მუშაობისთვის და აქტიურობისთვის. ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტის იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც წინ უნდა უძღვოდეს კონკურსებს და მოსამართლეების შერჩევას, შემდგომ უნდა გადავიდეთ სასამართლოში წევრების დანიშვნაზე. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში არის მოსამართლეთა ნაკლებობა. დღევანდელი რაოდენობა სასამართლოს წევრების არის ის, რაც იყო 7-8 წლის გამავლობაში. ამიტომ არანაირი არგუმენტი, რომ ვინმე სასწრაფოდ დასანიშნია, არ არსებობსს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img