28.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით ზალკალიანი – ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა. 

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს თავდაცვის მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

“აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ტარდება ისეთ დროს, როცა ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, რაც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ყოველწლიურად და თვისობრივად ახალ დონეზე გადადის”, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უპრეცედენტოა.

“საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ავღანეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ოპერაციისა. ჩვენი თანამშრომლობა როგორც შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში, ისე ჰუმანიტარული მისიის პროცესში იყო უპრეცედენტო და დღეს, თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისთვის და იმ გლობალური წვლილისთვის, რაც საქართველომ შეიტანა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მიერ განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესში საქართველოს მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img