20.04.2024
- Advertisement -spot_img

დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი ღარიბაშვილის კაბინეტში ვიცე-პრემიერები იქნებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი – დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის,  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img