28.03.2024
- Advertisement -spot_img

დავით ზილფიმიანი – 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული, აი დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ

ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი პარლამენტში საკომიტეტო სხდომებზე სიარულით დაიღალა და იმ ოპოზიციას საყვედურობს, რომლებიც პარლამენტში ბოიკოტის გამო, აქამდე არ დადიოდნენ. ამის შესახებ დეპუტატმა ზილფიმიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“იცით თქვენ, რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაცა სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე. ჩვენი მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, ცოტა უკვე კაი ხანია შეგვეშველა “მოქალაქეები”, აი დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ.

ესე იგი სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. ნუ, რა არის, ვერ გავიგე აქ, თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო” – განაცხადა დეპუტატმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img